თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ოპოზიციის ბოიკოტი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს

ნახვები: 395 ოპოზიციის ბოიკოტი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დღეს, 1 დეკემბერს დაუჭირა. სხდომას ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

ცნობისთვის: განხილვაში ჩართვის უფლება როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, მხარი არცერთ მოსამართლეს არ დაუჭირა, რადგან მათი განვლილი სამოსამართლო საქმიანობა არ იძლეოდა მათი კომპეტენციის და კეთილსინდისიერების განცდას.

"ვერც კომპეტენციის და ვერც კეთილსინდისიერების ნაწილში მათ მიერ განხილული საქმეები, მათი განვლილი სამოსამართლო საქმიანობა არ იძლეოდა იმის განცდას, რომ განსაკუთრებით ორი მათგანი, იმსახურებდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობას. მე არც ერთ მათგანს არ დავუჭირე მხარი იმიტომ, რომ მიმაჩნია ჩვენს ქვეყანას ჰყავს უკეთესი იურისტებიც და მოსამართლეებიც, რომლებიც იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში განწესებას," - განაცხადა იოსელიანმა.

პარტია, „საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი არცერთ კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს, რადგან თვითონ არჩევის პროცესი არის არასწორი.

"ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ არც ერთი კანდიდატისთვის მხარის დაჭერას არ ვაპირებდით მარტივი მიზეზის გამო: საერთოდ არ შევდიოდით და არ შევდივართ მათ პიროვნულ უნარ-ჩვევებში, კომპეტენციაში, პროფესიონალიზმში. თვითონ პროცესი არის არასწორი, ამიტომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უბრალოდ ჩვენთვის მიუღებელია," - განაცხადა დაუშვილმა

ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდი სასამართლოს დაკომპლექტებას ისეთი მოსამართლეების ცდილობს, რომლებიც სამომავლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოადგება.

"მთელი ეს პროცესი არის კომპრომეტირებული, იმდენად, რომ ბატონმა კარლ ჰარცელმა, მოპატიჟების მიუხედავად, მონაწილეობაც არ მიიღო ამაში, რადგან ეს ჩათვალა ფარსად და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. ჩემი აზრით, ხელისუფლებას არ აინტერესებს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოების კრიტიკა, ისინი ცდილობენ, რომ მათთვის სანდო მოსამართლეებით დააკომპლექტონ სასამართლო, რომ მომავალში პოლიტიკური ოპონენტების დევნის პრობლემა არ შეექმნათ,"- განაცხადა ხვიჩიამ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა