Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს

ნახვები: 600 გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს

გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. შესაბამის ინიციატივას ბუნდესტაგის ქვედა პალატაში 382-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 234 წინააღმდეგი იყო, 23-მა კი თავი შეიკავა.

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი წესები ქვეყანაში საზღვარგარეთიდან კვალიფიციური მუშახელის მოზიდვას შეუწყობს ხელს და სხვადასხვა სფეროში კადრების დეფიციტს აღმოფხვრის.

კანონის მიხედვით, მარტივდება უცხოელთა ნატურალიზაციაც. ახალი შესწორებებით, გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რვის ნაცვლად. ინტეგრაციაში განსაკუთრებული წარმატებების შემთხვევაში, მაგალითად, გერმანული ენის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია, სამი წელიც საკმარისი იქნება. ასევე დასაშვები იქნება ორმაგი მოქალაქეობის ქონა, აქამდე ეს წესი მხოლოდ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და შვეიცარიის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა.

„ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ რბოლას კვალიფიციური კადრების მოსაზიდად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვალიფიციურ ხალხს მთელი მსოფლიოდან უნდა გავუკეთოთ შეთავაზება, როგორც ამას აშშ და კანადა აკეთებენ. გერმანიის მოქალაქეობა არის ამ შეთავაზების ნაწილი“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა.

ამის ფონზე, მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეობის მიღება უფრო რთული უნდა გახდეს ისეთი პირებისთვის, ვინც არ უჭერს მხარს გერმანიის თავისუფალ, დემოკრატიული წესრიგს.

ახალ ცვლილებებს ეწინააღმდეგება კონსერვატიული ოპოზიცია, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას ითხოვს.

ამის პარალელურად, მთავრობა უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს, რომელთა შორისაა იმ მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა