კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სომხეთის საგარეო მინისტრი - აზერბაიჯანი უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე

ნახვები: 507 სომხეთის საგარეო მინისტრი - აზერბაიჯანი უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე

ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი, სამწუხაროდ, უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი კეთილსინდისიერად არის ჩართული აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში და დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებით, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სომხეთის მოსახლეობას, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებით. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვაფასებთ არა იმდენად, ვინც ხელს უწყობს მოლაპარაკებებს, არამედ იმ პრინციპებს, რომლებზეც უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების აღიარება და ხელშეუხებლობა, სუვერენიტეტის ურთიერთ აღიარება“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა