კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მიმართვას- 24 საათში ომის შეჩერება თუ შეგიძლიათ, ეს საკმარისია, რათა ჩამოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მე აქ ვარ

ნახვები: 601 ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მიმართვას- 24 საათში ომის შეჩერება თუ შეგიძლიათ, ეს საკმარისია, რათა ჩამოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მე აქ ვარ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა იმ პირობით, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება.

„დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანულ „მეოთხე არხთან“ ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების ფორმულა, მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა.

ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა