კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი იმედოვნებს დაიბრუნოს კონტროლი ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე

ნახვები: 575 რუსეთი იმედოვნებს დაიბრუნოს კონტროლი ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე

რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინაზე გამარჯვება ხელს შეუწყობს სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებზე კონტროლის აღდგენას.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SZRU) უფროსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მიერ The Economist-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინაზე გამარჯვება მას დაეხმარება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე კონტროლის აღდგენაში რუსული იმპერიალიზმის პრინციპებით. კრემლს ესმის, რომ თუ უკრაინა დაეცემა, უფრო ადვილი იქნება დაიბრუნოს სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. თუ უკრაინა გასწევს წინააღმდეგობას ბოლომდე, რუსეთი დაკარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე“, - წერს ლიტვინენკო.

მისივე თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინაზე თავდასხმით ერთდროულად ებრძვის დასავლეთს, პირველ რიგში აშშ-ს. მაშასადამე, კიდევ ერთი მიზანი, რომელსაც რუსეთი ესწრაფვის, არის პოლიტიკური და სამხედრო პირობების შექმნა დასავლეთთან შემდგომი დაპირისპირებისთვის რუსეთის/საბჭოთა იმპერიის აღდგენისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ექსპანსიაში.

SZRU-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი სწრაფად დაკარგავს თავის გლობალურ გავლენას ავღანეთიდან გასვლის შემდეგ სამ წელიწადში მეორე გამანადგურებელი დამარცხების შემთხვევაში, რადგან მორიგი „დამცირება“ გამოიწვევს „დომინოს ეფექტს“.

„რევიზიონისტული სახელმწიფოები, რომლებსაც თვალი უკრაინისკენ აქვთ მიპყრობილი, დაინახავდნენ ამას რომ მათი დრო დადგა. შედეგად, რამდენიმე წელიწადში დამყარდება ახალი, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი“, - აცხადებს ლიტვინენკო.

დაზვერვის უფროსის თქმით, რუსეთი აცნობიერებს, რომ უკრაინაზე გამარჯვება გლობალურ ეფექტს მოახდენს.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა