კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"მისი განცხადებები სპეკულაციური და სიძულვილის ენის შემცველია" - ჭითანავა პაპუაშვილზე

ნახვები: 550 "მისი განცხადებები სპეკულაციური და სიძულვილის ენის შემცველია" - ჭითანავა პაპუაშვილზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორი, ეკა ჭითანავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ჭითანავას თქმით, პაპუაშვილის განცხადებები მანიპულაციური, სპეკულაციური, არაეთიკური და სიძულვილის ენის შემცველია.

"პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადებები არის ძალიან მანიპულაციური, სპეკულაციური, არაეთიკური და რა თქმა უნდა, არის სიძულვილის ენის შემცველი. ეს არის უფლებადამცველების წინააღმდეგ ერთიანი სიძულვილის კამპანიის ნაწილი და კარგად ჩანს, როგორ ცდილობს ხელისუფლება ეკლესიის გულის მოგებას. ის არის ამოფარებული მის სახელს და იყენებს ასეთ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტორალური ინტერესებისათვის.

საარჩევნო წელია და ყველა ღონეს ხმარობს ერთი მხრივ იმისთვის, რომ მოხდეს უფლებადაცველების დისკრედიტაცია და არამხოლოდ უფლებადამცველების, დასავლელ პარტნიორებსაც თავს ესხმიან და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მეორე მხრივ, ცდილობს, რომ ასეთი მანიპულაციური, სპეკულაციური განცხადებებით მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმაცია ელექტორატში. ძალიან ცინიკურია, როდესაც ხელისუფლება ეკლესიის ავტორიტეტზე, მის დაცვაზე საუბრობს", - ამბობს ჭითანავა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.

პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".

მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".

პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და აცხადებს, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".

ის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა