კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს

ნახვები: 457 სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობა განაახლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყების ხელმძღვანელმა, მარტინა შიმკოვიჩოვამ, მიიღო.

"მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტია და, ჩვენი აზრით, ამის გამო ხელოვანები და კულტურა არ უნდა დაზარალდნენ," - განაცხადა შინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში შეაჩერა. მაშინ სლოვაკეთის კულტურის მინისტრი ნატალია მილანოვა იყო.

კულტურის სამინისტროსა და მის თანამშრომლებს ამ დრომდე ეკრძალებოდათ აგრესორი ქვეყნების კულტურის სამინისტროებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. თანამშრომლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეებთან, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ რუსულ და ბელარუსულ ხელისუფლებასთან და მხარს არ უჭერენ უკრაინაში მიმდინარე ომს.

თუმცა, სლოვაკეთში ხელისუფლება 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიცვალა. ხელისუფლებაში მოვიდა პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიცია რობერტ ფიცოს მეთაურობით, რომელმაც მალევე შეწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა