კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი

ნახვები: 474 „მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი

„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდება მისი მხრიდან შესაძლო თანხის გაფლანგვის ბრალდებას," - განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ: ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოს დღევანდელი სხდომა დასრულდა. მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

„დღეს პროცესზე პროკურორების ნაცვლად პოლიტიკური პროპაგანდისტები ისხდნენ, ახმოვანებდნენ პოლიტიკურ მესიჯებს, რაც ,,ქართული ოცნების" ნარატივია და რაც სურთ, პროსახელისუფლებო მედიაში გაჟღერდეს. ეს არ იყო პროკურორების სიტყვა, სახელმწიფო ბრალდება, ეს იყვნენ პოლიტიკური შედეგით დაინტერესებული პირები. ეს ერთი.

მეორე, დღეს თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა ამ საქმის ფარგლებში თითქოსდა თანხის გაფლანგვას. როცა საუბრობენ ბოტოქსზე, საზღვარგარეთ თანხების გაფლანგვაზე, მკაფიოდ ახსნა, რომ ეს იყო სამკურნალო პროცედურები, დაკავშირებული კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებებთან, ამავდროულად, ეს იყო საერთაშორისო ვიზიტები არაოფიციალურ ფორმატში საიმისოდ, რომ არაღიარების პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა