კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

ნახვები: 457 ჯონ კირბი - მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

თეთრ სახლში აცხადებენ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების, მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება.

ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების ერთგულია.

„ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა“, - აღნიშნა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა