Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

იენს სტოლტენბერგი - ნატო 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას შეიძენს

ნახვები: 531 იენს სტოლტენბერგი - ნატო 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას შეიძენს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ალიანსის მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა მენეჯერმა, სტეისი კამინგსმა დაახლოებით 220 000 ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს.

„ჩვენ ახლახან გავაფორმეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა ხელმოწერის ცერემონიალზე.

ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ კონტრაქტები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის შესყიდვაზე გააფორმა. შესყიდვები მოიცავს 5.5 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად, 4 მილიარდ აშშ დოლარს 155 მმ-იანი არტილერიისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და სატანკო საბრძოლო მასალისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა