კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, ამ დროს პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს, როგორ გამოაგდეს მოქალაქე სახლიდან ზამთარში

ნახვები: 538 ლევან ხაბეიშვილი - დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, ამ დროს პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს, როგორ გამოაგდეს მოქალაქე სახლიდან ზამთარში

პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.

„მილიარდერი ოლიგარქის პირობებში, დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, იმდენ სახლს, იმდენ ვილას იშენებენ, ტყეებს იერთებენ, 300 ათასი ლარის მაჯის საათი უკეთია პრემიერ-მინისტრს, ასი ათასობით ლარის ღირებულების ტილოები აქვთ სახლებში გამოფენილი, ასიათასობით ლარს ავტომობილში იხდიან. ამასობაში, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში. ეს არის უმარტივესი - აქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, აქეთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება და აქეთ ქართველი ხალხის დოვლათი და ეკონომიკა, აქეთ საბანკო ოლიგარქია და პროცენტები, რომელიც კისერზე აწევს მოქალაქეს და ასევე, ევროკავშირის სესხები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, არჩევანი არის მარტივი - ევროკავშირის წევრობა უსწრაფესად, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არასდროს აღარ იქნება და 30 და 35%-იანი სესხები.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ეს საბანკო ოლიგარქია თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქიის პირობებში, 18-ჯერ გაიზარდა ბანკების წმინდა მოგება და თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, რა გაიზარდა 18-ჯერ? გარდა იმისა, რომ ფასები იმატებს, გარდა იმისა, რომ გაჭირვება გაიზარდა, გარდა იმისა, რომ ემიგრაციაში გარბის ხალხი. ამის პარალელურად, ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ყვავის, არის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საბანკო ოლიგარქია. შესაბამისად, დასვენების დღეებშიც კი გამოიმუშავებენ ისინი დაახლოებით 9 მლნ ლარს ყოველდღიურად, შაბათ-კვირასაც კი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა