კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

2022 წლიდან პენსია იზრდება

ნახვები: 458 2022 წლიდან პენსია იზრდება

„მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება," - განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით.

„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია.

ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. კოვიდ 19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებით 300 მლნ ლარი გამოიყოფა. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა