პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

იაგო ხვიჩია - თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მეგობარი არის ოპოზიციის ლიდერი

ნახვები: 405 იაგო ხვიჩია - თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მეგობარი არის ოპოზიციის ლიდერი

თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების" მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი - არ ვიცი, ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ მე ამ საქმეში არ გავერევი, - ამის შესახებ “გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" მეგობარია და მათთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.

„ის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ იმპიჩმენტის მცდელობის სახით ვნახეთ, არის „ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებული ქმედება. თუ ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება ქალბატონი სალომე, გამოდის რომ „ქართული ოცნების" მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ მე ამ საქმეში რომ არ გავერევი, შემიძლია ზუსტად გითხრათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ დაიკარგება, იქნება - „ნაცები“ „ნაცებში", „ქოცები" „ქოცებში", დანარჩენი კი - “გირჩთან“.

„ნაცები" "ნაცებში", "ქოცები" "ქოცებში", დანარჩენი ჩვენთან - ეს არის ჩემი აზრით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ იკარგება. „ნაცებს“ თავისი ხმები მიაქვთ. „ნეონაცები“ ხმებს არ კარგავენ და დანარჩენი ხალხი, ვისაც სულით და გულით „ნაცობა“ არ უნდა და სხვანაირი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება უნდა, ჩვენ მივესალმებით, რომ ჩვენთან იყვნენ," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს არა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. პარტიის განცხადებითვე, მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5%-იანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა