მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ამ ადამიანებმა საცხოვრებელი სახლი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო ერთხელ უკვე დაკარგეს, „ოცნება“ ოკუპაციის აქტს აგრძელებს - გია თევდორაძე

ნახვები: 508 ამ ადამიანებმა საცხოვრებელი სახლი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო ერთხელ უკვე დაკარგეს, „ოცნება“ ოკუპაციის აქტს აგრძელებს - გია თევდორაძე

„მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში  ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს. დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს  და მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს.“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია თევდორაძემ ქუთაისში დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

როგორც თევდორაძის აღნიშნავს, მოქალაქეებს, რომელთაც არანაირი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ, „რუსული ხელისუფლება“ საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცისქვეშ ტოვებს.
მისივე თქმით, გამოსახლებული დევნილების უფლებებისთვის ბრძოლა და მათი მხარდაჭერა  კვლავ გაგრძელდება:

“ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უნამუსობის, უპასუხისმგებლობის პირობებშიც კი, უპრეცენდენტო ფაქტს ადასტურებს. აქ არის დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოს  მიერ მოცემული წერილობითი პასუხი, რომ მოქალაქეებს არანაირი ფინანსური და საარსებო ფართის კომპენსაცია არ მიუღიათ  და მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ადამიანებს ტოვებს საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცისქვეშ.

ხელისუფლება, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო, რომ უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, აღმოჩნდა, რომ უმთავრეს ღირებულებას საკუთარი ჯიბე და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში, ამ ფსკერის გახვრეტის ფაქტს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდით.

ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არიან, მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს და დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს, მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს.  

მე მინდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობოთ, რომ ყველანაირად შევეცდებით დახმარება და თანადგომა აღმოვუჩინოთ ამ ადამიანებს.” - განაცხადა თევდორაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა