კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის სანაცვლოდ დიდი ქრთამია აღებული" - მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ

ნახვები: 491 "რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის სანაცვლოდ დიდი ქრთამია აღებული" - მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ

რა გეგმა აქვთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსებს? -  26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაა დაანონსებული, რომელსაც არა მხოლოდ ექიმები, არამედ სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მედიკოსების მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაა, ამიტომ ისინი ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

ექიმები "პირველებთან" აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის სანაცვლოდ დიდი ქრთამია აღებული.

მეხის დაცემაა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ასეთი გადაწყვეტილება. ან ქრთამია აღებული, ან შეკვეთაა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად. ვითხოვთ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას", - აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა.

მედიკოსები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან და ამბობენ, რომ მსოფლიოს ისტორიაში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მთავრობა სახელმწიფო კლინიკას აპელაციის გარეშე ხურავს.

ტენდერს დაჩქარებულ რეჟიმში ვატარებთო, კომპანია შემოვა, რომელიც მოახდენს ამ კონსტრუქციის ჯერ გამაგრებას და მერე დემონტაჟს დაიწყებსო. ფასადის დემონტაჟზე იყო მხოლოდ საუბარი და მეტი არაფერზე. ის გეგმებიც შევიმუშავეთ, რომ დემონტაჟის პირობებში იქითა მხარეს არ ეფუნქციონირებინა. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში რომ მოინდომო ადამიანმა ვერ იპოვი, რომ სახელმწიფომ სახელმწიფო კლინიკა ასე უაპელაციოდ დახუროს", - აღნიშნა პროტესტის მონაწილემ.

ტვ.პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა