ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ვითხოვთ დაუყოვნებლივ“ - „დროა“ განათლების სამინისტროსთან 15:00 საათზე აქციას გამართავს

ნახვები: 392 „ვითხოვთ დაუყოვნებლივ“ - „დროა“ განათლების სამინისტროსთან 15:00 საათზე აქციას გამართავს

„ვითხოვთ დაუყოვნებლივ ამოიღონ 2020 წელს დამტკიცებული მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან," - განაცხადეს დღეს, 6 დეკემბერს, პარტია „დროას" წევრებმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

მათივე თქმით, დღეს, 6 დეკემბერს, 15:00 საათზე, „დროა" განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს.

„მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი ტექსტის შეტანა ნიშნავს, რომ საქართველოში, ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსად, დაიწყო სახელმძღვანელოებში მოქმედ ხელისუფლებაზე წერა და მათთვის ხოტბის შესხმა.

დაუშვებელია სკოლის და მოსწავლეების იდეოლოგიური მიზნებით გამოყენება, მათთვის უახლესი ისტორიის იმგვარი ინტერპრეტაციით მიწოდება, რაც გავლენას იქონიებს მათ პოლიტიკურ ხედვებზე და ხელს შეუშლის მათში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. აქციები სამინისტროს ამგვარი ინიციატივების გასაპროტესტებლად, იქნება რეგულარული.

ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა იყოს ფაქტები, მოვლენები და არა მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებები. არ შეიძლება ისტორიის სასწავლო წიგნებში მოქმედი ხელისუფლებების საქმიანობის შეტანა" - განაცხადეს პარტია, „დროაში"

ცნობისთვის: მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ცვლილებები შეიტანეს, რასაც საზოგადოება აპროტესტებს და წიგნში შეტანილ ცვლილებებს პროპაგანდისტულს უწოდებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა