კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით ბათუმში ენმ პერმანენტულ აქციებს იწყებს

ნახვები: 407 ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით ბათუმში ენმ პერმანენტულ აქციებს იწყებს

„უფრო მალავენ, ჩქამალავენ ამ ყველაფერს, ამიტომ დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს," - განაცხადეს დღეს, 7 დეკემბერს ენმ-ს წევრებმა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას.

შეგახსენებთ: ბათუმის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატი რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. მოგვიანებით, ენმ-მ აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც დეპუტატზე ზეწოლაა ასახული. ოპოზიცია გამოძების დაწყებასა და მამა-შვილ რიჟვაძეების გადადგომას ითხოვს.

დღეს, 7 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, ენმ-ს წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან 13:00 საათზე აქციას გამართავენ.

მათი მთავრი მოთხოვნაა, დროულად გამოიძიონ საქმე, დაიკითხონ ის პირები, ვინც გავრცელებულ აუდიო მასალაში ფიგურირებენ, ასევე, გამოძიების დასრულებამდე გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე.

„უფრო მალავენ, ჩქამალავენ ამ ყველაფერს, ამიტომ დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ეს არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი, ჩვენ სანამ არ მივაღწევთ მთავარს, რომ ამ გამოძიების მთავარი მოწმეები დაიკითხონ, მიიყვანონ ბოლომდე, ის ადამიანები ვინც ფიგურირებენ თუნდაც იმ საქმეში ისინი მაინც დაეკითხათ, ჩვენებები მაინც აეღოთ, მაგრამ არა, ჩქმალავენ, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას მამა-შვილი რიჟვაძეები", - განაცხადა ენმ-ს წევრმა, რევაზ ხარაზმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა