თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის ჩამოვარდნის თაობაზე

ნახვები: 514 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის ჩამოვარდნის თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის თაობაზე.

„აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით, მათი ახლობლების გრძნობებითა და ჩვენი საზოგადოების ემოციებით თამაშობენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვა არკვევს ტყვეების ადგილსამყოფელს, თუმცა იმყოფებოდნენ თუ არა ისინი თვითმფრინავზე, ამაზე ზელენსკის არაფერი უთქვამს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ის უკრაინის სამხედრო ლიდერებსაც ესაუბრა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოებას იძიებს.

„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა. ფაქტები ახლა მთავარი სიტყვაა“, – დასძინა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა