ბანკებთან შემხებლობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, არასოდეს ურჩევდა ოჯახის წევრს, მეგობარს და საქმიან პარტნიორს ლიბერთი ბანკთან (41%) და საქართველოს ბანკთან (21%) ურთიერთობას.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის განწყობების შესწავლის მიზნით, „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით APPA-ს მიერ ჩატარებული კვლევაში.
კითხვაზე - „რომელ ბანკთან ურთიერთობას არ ურჩევდით არასოდეს ოჯახის წევრს, მეგობარს, საქმიან პარტნიორს?“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
ლიბერთი ბანკი - 41%
საქართველოს ბანკი - 21%
ბაზის ბანკი - 18%
პროკრედიტ ბანკი - 12%
თიბისი ბანკი - 8%
გამოკითხვა ჩაატარა კომპანიამ APPA, „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით.
გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა იმ საბანკო დაწესებულებების გამოვლენა, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით რესპოდენტების/კლიენტების ნეგატური დამოკიდებულებებით სარგებლობენ.
გამოკითხვაში მონაწილეობდა 1369 რესპოდენტი, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე შეხება - საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ/აქვთ უმსხვილეს ქართულ ბანკებთან -საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, პროკრეტიდ ბანკი.
გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 15-25 დეკემბერს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, გორში და რუსთავში.
გამოკითხულთა ასაკი - 24-60 წელი, სქესი - 52% მამაკაცი, 48% ქალი.
ძირითადი მიგნება -
- მოსახლეობაში ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებობს
ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე რესპოდენტები ყურადღებას ამახვილებდნენ კონკრეტულ ნაკლოვანებებზე:
- მომხმარებელთა მომსახურეობის გარემო (ვიზუალური და ემოციური აღქმა); ბიუროკრატიული ბარიერები;
- მომსახურეობის/სერვისის მიღების ოპერატიულობა;
- კლიეტთან ურთიერთობის მოქნილობა;
- კლიენტისადმი კეთილგანწყობა (ემოციური აღქმა);
- სესხების გაცემის პროცედურებისა და პასუხის (დადებითი/უარყოფითი მნიშვნელობის გარეშე) ოპერატიულობა;
- კრედიტებთან დაკავშირებით რისკების განმარტებები;
- კლიენტის კეთილგანწყობა საბანკო დაწესებულების მიმართ და ა.შ.