კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„მოიხადოს სასჯელი"-სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე

ნახვები: 460 „მოიხადოს სასჯელი"-სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე

„მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე", - განაცხადა დღეს, 7 დეკემბერს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, მზადაა, მიხეილ სააკაშვილის ყველა იმ პირის საკონტაქტო ნომერი მიაწოდოს, რომლებიც მისი ხელისუფლების დროს დაზარალდნენ და მათ სთხოვოს პატიება.

"კი ბატონო, შეთავაზება მიღებულია, მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრძანება ოჯახის განადგურების, დაჭერის კი არა, განადგურების, შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება.

მივაწოდებ ყველა იმ ადამიანის საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლული ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე", - განაცხადა სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა