კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტოჩინოშინს, დიდი სპორტიდან 4 თებერვალს გააცილებენ

ნახვები: 649 ტოჩინოშინს, დიდი სპორტიდან 4 თებერვალს გააცილებენ

ლეგენდარულ ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, 4 თებერვალს ტოკიოში რიოგოკუ კოკუკიგანში გააცილებენ. სუმოს წესების თანახმად, წამსვლელ რიკიშის თმას ჭრიან და ამგვარი რიტუალით აცილებენ დიდი სპორტიდან.

ღონისძიებას უამრავი სახელოვანი მოქმედი და ყოფილი სუმოისტი დაესწრება და ამავდროულად ლევან გორგაძე იაპონიაში საქართველოს საელჩოში სპეციალური თხოვნით მისულ ქართველ ქომაგს ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს უფასოდ გადასცემს.

ცნობისთვის, ლევან გორგაძე სუმოს კლუბ კასუგანო ბეიას რიკიში იყო, ხოლო პროფესიონალური დებიუტი 2006 წლის მარტის ბაშზოზე ჰქონდა. ლევან გორგაძე ბაშოზე ჯამში 102-ჯერ გამოვიდა და აქედან ერთხელ 2018 წლის იანვარში შეძლო იმპერატორის თასის მოგება. ტოჩინოშინი დამატებით 4-ჯერ გახდა იმპერატორის თასის ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 7 ბაშოს განმავლობაში ის სუმოს რანგით მეორე წოდებას - ოძეკის ატარებდა.
დღესდღეობით ლევან გორგაძე იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტითაა დაკავებული

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა