კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

ნახვები: 480 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

სტუდენტები და კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდამჭერები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აკაკი ჩიქობავა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა, ნაწილმა კი, უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავა.

როგორც აქციის მონაწილე გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, ისინი ლექტორებსა და პროფესორებს პროტესტში ჩართვისკენ და გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

„დავიკავეთ კანცელარიის ოთახი. კანცელარიის მუშაობა იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე თავად თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას და მხარს არ დაუჭერენ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას. მოვუწოდებთ ლექტორებს, პროფესორებს, ჩაერთონ ამ პროტესტში და გაიფიცონ. ეს გაფიცვა იქნება სოლიდარობის“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სტუდენტ მარიამ შურღაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან, აქციები გაგრძელდება.

„აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ ჩვენს შედეგს. უნდა წამოვიდნენ ჩვენს წინადადებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციები კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნები, რომ შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გათავისუფლდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია“, – განაცხადა მარიამ შურღაიამ.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა