კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოსიმენი „ნაპოლიდან“ მიდის, მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა კი გამორიცხულია - დე ლაურენტისი

ნახვები: 569 ოსიმენი „ნაპოლიდან“ მიდის, მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა კი გამორიცხულია - დე ლაურენტისი

მილანში სერია A-ს კლუბების შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რამდენიმე სატრანსფერო ამბავი გაასაჯაროვა და დაადასტურა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდს დატოვებს.

„ვიქტორ ოსიმენის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. მიუხედავად დეკემბერში მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა, დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორი მადრიდის „რეალში“, პსჟ-ში ან ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

პიოტრ ზელინსკის თუ „ნაპოლიში“ დარჩენა სურს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. დაარწმუნეს, რომ უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ, მაგრამ ის ჩვენთან ბევრად მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე „ინტერი“ სთავაზობს.

რაც შეეხება „ნაპოლიში“ ჟოზე მოურინიოს დანიშვნაზე გავრცელებულ ჭორებს – შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჟოზეს მომავალი კლუბი „ნაპოლი“ ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა