თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სარჯველაძე - „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია - მათი პრიორიტეტია პროცესის დაზიანება

ნახვები: 513 მიხეილ სარჯველაძე - „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია - მათი პრიორიტეტია პროცესის დაზიანება

ეს პროცესი იმიტაცია იქნება, თუ სერიოზული მუშაობა, თავიდან ბოლომდე ოპოზიციაზეა დამოკიდებული - „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას რაც შეუძლია შესთავაზოს ოპოზიციას, ეს არის კარის გახსნა მსჯელობისთვის.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყველამ დააფიქსიროს პოზიციები, რაც მისივე შეფასებით, „სერიოზული წარმატებაა ამ თვალსაზრისით“.

„ეს პროცესი იქნება იმიტაცია, თუ სერიოზული მუშაობა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ოპოზიციაზე. რადგან ხელისუფლებას რაც შეუძლია ამ თვალსაზრისით, თუნდაც, დეპოლარიზაციის მიმართულებით შესთავაზოს ოპოზიციას, ეს გახლავთ კარის გახსნა საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ. თუკი ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არაფერი შემოსათავაზებელი, ეს ნიშნავს, რომ არის მათი პრობლემა და არ შეიძლება ეს ჩირქს სცხებდეს პროცესს, რაც დაწყებულია. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები „ლელოს“ ამ პოზიციას. უფრო მეტიც, ეს არის სანიმუშო მაგალითი დესტრუქციული დამოკიდებულების ბოლო ხანებში. თუკი გეგმა აქვთ, რამ შეუშალათ ხელი, მოსულიყვნენ და აქ ესაუბრათ თითოეული იდეის შესახებ, რაც შეიძლება ჰქონდეთ. სინამდვილეში ნათელია, რომ მათი პრიორიტეტი გახლავთ პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობა, თუნდაც, ამას ეწირებოდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო სექტორიდან კი მხოლოდ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, რადგან მათივე შეფასებით, ეს პროცესი არის "იმიტაცია" და "ქართულ ოცნებას" არ სურს რეფორმების განხორციელება. "ლელო" რეფორმების შესრულების საკუთარ გეგმას ხვალ გააცნობს მედიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა