ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს - სარჯველაძე

ნახვები: 526 ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს - სარჯველაძე

როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, "ინსინუაციები, სპეკულაციური ინტერპრეტაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში."

"ქალბატონი გიგაურის და არამხოლოდ მისი ამ ორგანიზაციაში, პირადი პოზიციები, დამოკიდებულებები და განწყობები ხელისუფლების მიმართ, მგონი მკაფიო არგუმენტია იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც სარწმუნოობაზე ვერ ექნება პრეტენზია მათ განცხადებებს, ინფორმაციას და ა.შ. მიუკერძოებელი კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს წარმატება, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მონაცემები, რომლითაც ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს, ეს რატომ რჩება შეუმჩნეველი?! ეს არის უცნაური და არასწორი დამოკიდებულება. როცა მიუკერძოებელი არბირტი, გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია. უნდა ენდოს გლობალურ შეფასებებს. არ არსებობს ავტორიტეტული კვლევა კორუფციის მიმართულებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ აქვს წარმატებული პოზიციები,"- განაცხადა სარჯველაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია.

მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა