ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე კრიტიკულ მედიას ემუქრება

ნახვები: 380 კახა კალაძე კრიტიკულ მედიას ემუქრება

„ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს",- განაცხადა დღეს, 9 დეკემბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიაზე საუბრისას.

"გიწვევთ იმისთვის და გეძახით იმისთვის, რომ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ხიდის მშენებლობა, შეიძლება იყოს გზის მოწესრიგება, შეიძლება იყოს სოციალური სხვადასხვა პროგრამა და ა.შ. მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არ გავრცელება საინფორმაციოებში. მე, რა თქმა უნდა, არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხომ არ არსებობს, არა? მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში, სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემებზე და ვცდილობ ჩემს კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ, შეიძლება როდესაც ვიკრიბებით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად ხიდის მშენებლობასთან, შესაძლოა თქვენს მიერ დასმული შეკითხვა კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდებოდეს მაგრამ, მე როგორც ქალაქის მერი ვალდებული ვარ და ვიღებ რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ვცდილობ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და ყველა კითხვას ვპასუხობ, მაგრამ როდესაც არ ხდება იქ კონკრეტული ღონისძიებების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მგონია, რომ ეს არის ძალიან ცუდი.

ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს." - განაცხადა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა