თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რესპუბლიკურის ექიმები ზეწოლაზე ალაპარაკდნენ -

ნახვები: 575 რესპუბლიკურის ექიმები ზეწოლაზე ალაპარაკდნენ -

სამართლებრივი დავა დაანონსებულია - რამდენიმე დღეში საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ერთობლივი სარჩელი შევა. მედიკოსები კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს ხელიუფლებამ მათი განცხადებით, ექპერტიზის დასკვნის გარეშე უსაფუძვლოდ მიიღო.

სამართლებრივი დავის პარალელურად, ექიმები სახელმწიფოს და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობენ, ამბობენ, რომ შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აიძლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაციის გარეშე დატოვებას უანონსებენ.

ანუ გამოდის, რომ ექიმებმა თავიანთი კუთვნილის ხელფასის მიღების სანაცვლოდ თავადვე უნდა მიიღონ კლინიკიდან წასვლის გადაწყვეტილება და ხელი  მოაწერონ შრომით ხელშეკრეულებას.

"ის ხელშეკრულება, რომელზეც ამბობენ, რომ უკვე თანამშრომლები ხელს აწერენ, აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან როდესაც რეორგანიზაციას არქმევს სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევას, რეალურად ეს არის კლინიკის ლიკვიდაცია და მასობრივი დათხოვა თანამშრომლების, რატომ უნდა შევწყვიტოთ თანამშრომლებმა ჩვენი განცხადების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება? გვეუბნებია, რომ თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრეულებას, ამ შემთხვევაში მივიღებთ კომპენსაციას. ეს არის დაცინვა, რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა სამსახური თავისი ნებით?", - ამბობს ექიმი ნინო ოთარაშვილი.

რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კლინიკის შეთავაზებას დასთანხმდნენ და ხელი მოაწერეს სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების დოკუმენტს, ქირურგი მალხაზ გოგუა ამბობს, რომ აასეთი ადამიანების რაოდენობა ერთ პროცენზე დაბალია.

მალხაზ გოგუა ამბობს, რომ ამ თანამშრომლების მიმართა ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

"ეს ნაწილი არის ერთ პროცენზე ცოტა, ესენი არიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. რაოდენობა რომ გაეზარდათ, ამ დილით დაცვის თანამშრომლები მოიყვანეს ასე ერთიანად. იქ მე გაღიმებული სახე არცერთისთვის არ მინახავს. ზეწოლას რაც შეეხება, ბრძანების აღებისას იყო იურიდიული სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა და მითითება, რომ თქვენ ეს გაწყობთ და თუ ხეშეკრულებას ხელს არ მოაწერთ, ვერ მიიღებთ თანხას", - ამბობს ქირურგი.

ექიმები უწყვეტ პროტესტს და შიმშილობასაც აანონსებენ, ამბობენ, რომ კლინიკის ნაცვლად იქ კორპუსების მშენებლობას არ დაუშვებენ.

გუშინ აზარაშვილის უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი კომპენსაციას დასთანხმდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა