ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს

ნახვები: 552 იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს

ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს, ეს მისი ძლიერი მხარეა, პრემიერობა არ გამკვირვებია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, კობახიძე ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

„ალბათ ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად მზად არის ასეთი სახის ჩანაცვლებისთვის. ყველასთვის გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერს და მომწონდა თუ არა, ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მისი პრემიერობა არ გამკვირვებია. ვერ გეტყვით, საარჩევნოდ როგორი იქნება ირაკლი კობახიძე, ეს არც მისი ძლიერი მხარე არ არის, რომ ელექტორალულად მიმზიდველი იყოს. ამ თვალსაზრისით, პრობლემური იყო ღარიბაშვილიც და არის კობახიძეც. ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარეა, რომ სულელი ნამდვილად არ არის, მისი ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს; სუსტი მხარეა, რომ მას ადამიანური ურთიერთობების დალაგება არ შეუძლია. ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარეა ამომრჩეველი, რითიც სარგებლობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა