კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„მიხეილ სააკაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს საზღვრის კვეთაზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ“ - ადვოკატი

ნახვები: 498 „მიხეილ სააკაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს საზღვრის კვეთაზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ“ - ადვოკატი

„მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის სახალხო დამცველს მის საქმეში აქტიურად მონაწილეობისთვის," - განაცხადა დღეს, 10 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის: მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ახალი ბრალდებული გია ლორთქიფანიძეა. ასევე, მიხეილ საააკაშვილი გუშინ, 9 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესს დასუსტებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია.

„რაც შეეხება დღევანდელი დღის ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს - გია ლორთქიფანიძის ბრალდებას, ამგვარი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მის მშობლიურ ქვეყანაში არის ერთადერთი, რუსეთის პოლიტიკური დაკვეთა და ამ დაკვეთის შესრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყოფნისას არ იცნობდა გია ლორთქიფანიძეს და სამწუხაროდ, არ იცნობდა იმიტომ, რომ მათ ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდათ უკრაინაში, უკრაინისა და საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ.

რაც შეეხება გია ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის რაიმე ტიპის მოლაპარაკებას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ამგვარი მოლაპარაკება მათ შორის, ჩემი ინფორმაციით, არ შემდგარა. მე მასალებს ჯერჯერობით არ ვიცნობ. ამასთან აღსანიშნავია, რომ რა თემაზეც უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის კომუნიკაცია, მიხეილ სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია სამშობლოში დაბრუნებისას, ის ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა სამართალდარღვევას", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა