თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

დონალდ ტუსკი - ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება

ნახვები: 498 დონალდ ტუსკი - ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთი გამოდის.

„უკრაინით გადაღლილობის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ფორმალური გადაღლილობა აქ, ბრიუსელში. ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. შეხედეთ ქუჩებს და არა მხოლოდ ბრიუსელში. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობის განმტკიცება უკრაინის გარშემო და რუსეთისა და მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში. კომპრომისის შესაძლებელობაც არ არის ჩვენს პრინციპებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ასევე არ არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა უკრაინის საკითხზე. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ორბანისთვის შეგვიძლია, ესაა სამართლიანი მოპყრობა, ჩვენი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით და მეტი არაფერი.

ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ოპტიმოსტურად განწყობილები, როდესაც საქმე ეხება ჩვენი არგუმენტების ძალას. მე ვფიქრობ, რომ სათადარიგო გეგმა ფაქტობრივად არ არსებობს. ვიქტორ ორბანის გადასასწყვეტია – თუ უნგრეთი არის ჩვენი გაერთიანების ნაწილი, ჩემი წინათგრძნობაა, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს ორბანის დასარწმუნებლად.

ვიქტორ ორბანის დღევანდელი პოზიცია ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. ეს თვალსაჩინოა და ეს პოზიცია მიუღებელია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო შედეგსა და ყველა შესაძლო ზომაზე სამომავალოდ.

თუ ვიქტორ ორბანის მოსაზრება და პოზიცია იქნება დომინანტი ევროპაში, მაშინ უკრაინა წააგებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა აგრესიისგან, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და ეს მისი თამაშების ბრალი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა