ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, „ნაცზე“ უფრო მეტი „ნაცი“ იყო, „ლელო“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს

ნახვები: 535 მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, „ნაცზე“ უფრო მეტი „ნაცი“ იყო, „ლელო“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს

„ლელო“, როგორც ასეთი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამატებითი შტო და წარმონაქმნი გახდა, ყველაზე რადიკალური ფრთა. „ნაცზე“ უფრო „ნაცები“, მაგრამ მათი ეს რადიკალიზმი ისევე აალდება, როგორც ღრმა პიარის შედეგად შემოთავაზებული „მუსტანგის“ წინა მხარე, რომელიც დღეს რაღაც ვიდეოთი გახდა ცნობილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

„ვერც ამ რადიკალიზმით „გაქაჩავენ“ და ვერც იმას, რისი მიღწევაც სურთ, რადგან არ შეიძლება, „ნაცზე“ უფრო მეტი „ნაცი“ იყო.  გასაგებია, რომ საერთო წარსული, საერთო მიზნები აქვთ, გასაგებია, რომ საერთო მესიჯბოქსი აქვთ, მაგრამ „ნაცებზე“ უფრო რადიკალური ფრთის და სეგმენტის მომხრობა რომ გაქვს მიზნად, ეს იმდენად არარეალისტურია, იმდენად სიძულვილზე, ბოროტებაზე, ტყუილზე და თაღლითობაზეა დამყარებული, რომ მათი პერსპექტივები ამით მცირდება და არა პირიქით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა