კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - ყველამ უნდა იცოდეს, ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ

ნახვები: 569 ჯო ბაიდენი - ყველამ უნდა იცოდეს, ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ

ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

„შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. აშშ არ მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას კონფლიქტისკენ. თუმცა ყველამ, ვინც შეიძლება, ცდილობდეს ზიანი მოგვაყენოს, უნდა იცოდეს: თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ “, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას და მათი ოჯახების წევრებს ესაუბრა.

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 თებერვალს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა