კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების ამბიცია არ გააჩნიათ

ნახვები: 510 იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების ამბიცია არ გააჩნიათ

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წაეკინკლაონ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს 6 თებერვალს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენიდან, ხომ არ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალოს და ბოიკოტის გამო სხდომათა დარბაზი დატოვოს, ხვიჩია ასე პასუხობს: „სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იზამს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს პრეზიდენტობა არ უნდა“.

„მას საშუალება ჰქონდა, თავისი პრეზიდენტობის რამდენიმე წლიან ვადაში ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაინც გაეკეთებინა ქვეყნისთვის, ისევე, როგორც წინა პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების, მაგრამ სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ წაეკინკლაონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში. ეს შეთანხმებული მგონია, წინა შემთხვევაშიც, შეთანხმებული მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ მარგველაშვილიც შეთანხმებული იყო „ქართულ ოცნებასთან“ თამაშის იმ წესებზე და ჩარჩოების ფარგლებში მოქმედებდა. ზუსტად იგივე მგონია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა