კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თუ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, ეს არ ნიშნავს, რომ გორში უნდა დარჩეს“ - „ოცნების“ დეპუტატი

ნახვები: 407 „თუ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, ეს არ ნიშნავს, რომ გორში უნდა დარჩეს“ - „ოცნების“ დეპუტატი

„თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის გორში უნდა დარჩეს," - განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე მიხეილ სარჯველაძემ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ამასთან, გუშინ, 14 დეკემბერს, ცნობილი გახდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა.

„კონსილიუმის განცხადება, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, არ ნიშნავს იმას, რომ ის გორში უნდა დარჩეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ დაბრუნდეს. საჭიროა ახსნა, რატომ მაინცდამაინც გორში სჭირდება ახსნა, რატომ მაინცდამაინც გორში და რატომ არ შეიძლება ის იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა