პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ემპათიას“ შეფასებები ყალბია“ - შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ნახვები: 412 „ემპათიას“ შეფასებები ყალბია“ - შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„ემპათიას" შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბია და კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ორგანიზაციის და მისი ექსპერტების სამედიცინო ეთიკისგან აცდენას," - განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს, „ქართული ოცნების" წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ასევე, გუშინ, 14 დეკემბერს, ცნობილი გახდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა.

„რამდენიმე დასკვნა იყო, უფრო მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო კონსილიუმის მოსაზრებები და ამ კუთხით მდგომარეობას დავაკვირდებით. ამავე დროს ვნახეთ ცენტრ „ემპათიას" შეფასებები, რომელიც ფაქტია, რომ ყალბია და კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ორგანიზაციის და მისი ექსპერტების სამედიცინო ეთიკისგან აცდენას. ომბუდსმენის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ეს იყო სიყალბე, რაც „ემპათიისგან" მოვისმინეთ. რაც შეეხება სტრესს, რასაც მე გავეცანი, იყო დაპატიმრებით გამოწვეული სტრესი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა