კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

5-8 თებერვალს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ

ნახვები: 662 5-8 თებერვალს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ

5-8 თებერვალს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

"მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს", - აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა