ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგება - ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს

ნახვები: 510 გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგება - ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს

სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ ისინი რეალობას აცდენილები არიან, მათთვის - ივანიშვილისთვის, ელიტისთვის, მართლა ყველაფერი კარგადაა, ჩვენთვის კი - საზოგადოებისთვის, ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მძიმეა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სამთავრობო პროგრამით ამბობს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

„გუშინ ჩამოვედი აშშ-დან. ერთი დღით მომიწია ნიუ-იორკში ჩასვლა, საკმაოდ საინტერესო შეხვედრებზე, მაგრამ ყველა მძიმე სანახავი იყო ის, რომ ათასობით ქართველს ნახავთ ნიუ-იორკში, ქუჩაში ვერ გაივლი, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. რატომ არის ამდენი ადამიანი წასული ქვეყნიდან? იმიტომ, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, რასაც გაურბიან ჩვენი თანამემამულეები. „ოცნების“ მმართველობის პერიოდში 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა ქვეყანა, დატოვა არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

დღეს პარლამენტი იხილავს მთავრობის ახალ შემადგენლობას, თუმცა სიახლე აქ არაფერია და ეს არის ძველი მთავრობის გეგმა, რომელიც კვლავ წარმოადგინეს. ხელთ მაქვს სამთავრობო გეგმა, არის აქ რამე დასაქმებაზე? რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს? მთავარი კითხვა ხომ ეს არის - სამუშაო ადგილების შექმნას როგორ აპირებენ, ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას როგორ აპირებენ, ამ კატასტროფული მიგრაციის პირობებში, რას აპირებენ? პასუხი „ოცნების“ არის, რომ არაფრის შეცვლას ისინი არ აპირებენ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სამთავრობო პროგრამაში არაფერი შეცვლილაო, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად არისო. ეს სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ ისინი რეალობას აცდენილები არიან, მათთვის ივანიშვილისთვის, ელიტისთვის, მართლა ყველაფერი კარგადაა, ჩვენთვის კი საზოგადოებისთვის, ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მძიმეა. ამ სამთავრობო პროგრამით კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. უმუშევრობისა და სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების გეგმა უფრო შეგვიძლია დავარქვათ, რაც წარმოადგინეს და ბოლოს, პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის, საერთოდ გონზე არაა სამუშაო ადგილი როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ნორმალურ პირობებში ასეთ მთავრობას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს? არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი გზა არის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, მათი გზა არის გზა უმუშევრობისკენ, ელიტის გამდიდრებისკენ და ხალხის სიღარიბისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა