თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძეს მეუღლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწევს

ნახვები: 678 ირაკლი კობახიძეს მეუღლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწევს

პრემიერ მინისტრობის კანდიტატს ირაკლი კობახიძეს, პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში მეუღლის, ნატალია მოწონელიძის სამსახურიდან დათხოვნა მოუწევს.

ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას - სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს", რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. კობახიძე საქართველოს პრემიერობის კანდიდატია - პარლამენტში მისი კაბინეტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მომავალი პრემიერის ცოლის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არა მხოლოდ სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს" ვებსაიტზე, არამედ საჯაროდ გამოქვეყნებულ მათსავე დეკლარაციებშიც.

სააგენტო 2018 წლის 5 სექტემბერს შექმნა მთავრობამ. მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. ამოქმედების დღიდან უწყება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია - სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს მის თავმჯდომარეებს.

ნატალია მოწონელიძე სააგენტოში 2019 წლის ივნისიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილედ, ნოემბერში კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა გიორგი გახარიას. მისი შეცვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, ნატალია მოწონელიძე უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა.

"კანონმდებლობის მიხედვით აქვს გარკვეული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაწეროს განცხადება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სააგენტოს ცხელ ხაზზე.

ირაკლი კობახიძემ უახლესი დეკლარაცია 2024 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ცოლი კოლეგები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ქმარი პროფესორია, ცოლი კი ასოცირებული პროფესორი. ამავე დოკუმენტის თანახმად, ნატალია მოწონელიძეს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა