ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნინო ბურჯანაძე - პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას

ნახვები: 462 ნინო ბურჯანაძე - პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას

„ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ გამართულ საახალწლო მიღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მან საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა, კარგია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ხოლო სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია.

„რაც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების შეფასებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ამიტომ ვარ აქ. კარგია, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია. მე არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ მოხერხდეს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" მზაობას ამ მიმართულებით ვერ ვხედავ. ვთქვი, რომ სკეპტიკურად ვარ იმის გამო, რომ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ მზაობას, მაგრამ ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად მოვედი, სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა გამოსავლის ძებნის აუცილებლობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ გადაფარავს და ვერც ჩაანაცვლებს ვადამდელი არჩევნების თემას. პირიქით, მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება ის საკითხი, რომელმაც შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა ღრმა კრიზისიდან",- აღნიშნავს ბურჯანაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა