კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - არსებობს ევროპული სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში

ნახვები: 437 ირაკლი კობახიძე - არსებობს ევროპული სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში

როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ა.შ. მხილებულები არიან ქურდობა - წამება - ყაჩაღობაში, ტერიტორიების და მედიის მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტში და კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. ეს მარტივი ლოგიკაა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს.

„სასამართლო ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება არამარტო სათანადო შეფასება, არამედ რეაგირება. როდესაც სასამართლო ადგენს, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯი, მათ შორის, ისიც, რომ კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს.

არსებობს უმარტივესი ევროპული პოლიტიკური სტანდარტი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში. მგონი, საქართველო სათანადოდ არის განვითარებული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე იმისთვის, რომ ეს ელემენტარული ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ მხილებულები არიან ქურდობა - წამება - ყაჩაღობაში, ტერიტორიების და მედიის მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტში და კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს ბუნებრივია შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. ეს მარტივი ლოგიკაა", - განაცახადა კობახიძემ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა