რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ახსარ ჯიოევი ირაკლი კობახიძეს - მოიშორეთ ილუზიები და მიიღეთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები

ნახვები: 433 ახსარ ჯიოევი ირაკლი კობახიძეს - მოიშორეთ ილუზიები და მიიღეთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ილუზიებისგან უნდა გათავისიუფლდეს და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას შეეგუოს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთდა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის არ არის აქტუალური. ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობისმოყვარეობა“, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ღირებულება. მოგიწოდებთ, მოიშოროთ ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა“, - განაცხადა ჯიოევმა რუსულ მედიასთან საუბარში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა