კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე

ნახვები: 669 სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე

პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე,- ასე მიმართა შალვა პაპუაშვილს „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემის ნაცვლად მე იმაზე ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირის დროშა პარლამენტის ტრიბუნასაც ამშვენებდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა, თქვენი მცდელობის მიუხედავად, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“, - განაცხადა პაპუაშვილის მისამართით სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევთან დაკავშირებით მისცა და მიუთითა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს, შემდეგ კი - სხვა ნებისმიერი. პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს ურჩია, რომ მისმა პარტიამ ახალი გულსაბნევი ამ სტანდარტის გათვალისწინებით დაამზადებინოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა