თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კალაძე - გვარამია რომელი ახალი სახეა, მთელი ამ წლის განმავლობაში ადამიანმა თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო, დააბრალო, იკადრო - ყველაფერი გააკეთა

ნახვები: 561 კახა კალაძე - გვარამია რომელი ახალი სახეა, მთელი ამ წლის განმავლობაში ადამიანმა თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო, დააბრალო, იკადრო - ყველაფერი გააკეთა

ახალს ძველს მივუმატებდი, ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა, მთელი ამ წლის განმავლობაში ადამიანმა თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო, დააბრალო, იკადრო - ყველაფერი გააკეთა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნას, რომელსაც სავარაუდოდ, „ახალი“ ერქმევა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ადამიანები, რომლებიც „რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ახლები არ არიან“.

„სალომე ზურაბიშვილზე საუბრობდით, ყველას გვახსოვს რა განცხადებებს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, მას როგორ მოიხსენიებდა, ვინ იყო ეს? - ბატონი გვარამია იყო. გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც იმდენი სიბინძურე იკადრა და ისეთ რაღაცებს გვაბრალებდა პირადად მე, ჩემს ოჯახს, გვახსოვს, როცა გენერალური პროკურორი იყო, რას კადრულობდა. ეს ადამიანები, ყველა, ვინც დღეს ამ რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ადამიანები არიან. დღეს, შეიძლება მათ თავიანთმა პატრონებმა უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გაფუჭებული პარტიაა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან დამძიმებულია თავისი უმძიმესი წარსულით, იმ ბოროტებით, რომელიც მან მართვის დროს ჩაიდინა. პარტია თავისით ხომ არ აკეთებდა? კონკრეტული ადამიანები იყვნენ, რომლებიც მაშინ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იმ ბოროტებას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი იყო. დღეს უნდათ, ეს ადამიანები ახალ სახეებად წარმოაჩინონ, შეიძლება დღეს დაარქვან, „ლელო“, გახარიები, რაღაც „დროა“, ახლა „ახალი“ დაურქმევიათ და ა.შ. მცდელობა ერთი რამისაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია, ეს ძალიან დამძიმებული პარტიაა და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია. სინამდვილეში ვინ არიან ეს ადამიანები? ისევ ისინი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ სხვადასხვა სახით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, არსებულ სიტუაციას. როცა ვამბობდით, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლაა, მითითებებია იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, შევუერთდეთ სანქციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკისთვის იქნებოდა დამაზიანებელი, ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და შემდეგ, მოსახლეობა ხელისუფლებას დაპირისპირებოდა. როცა შენ ხელისუფალი ხარ, ვალდებული ხარ და უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს, სწორი პოლიტიკა გაატარო, რომელიც შენს ქვეყანას, შენს ხალხს სჭირდება. არასწორი ნაბიჯი რომ გადაგედგა, ხალხს ლეგიტიმური უფლება ექნებოდა, ხელისუფლებას დაპირისპირებოდა და ეს იყო ზუსტად გათვლა და ამიტომაც იყო ეს მოწოდებები. ხომ გვახსოვს, სანქციების არ მიერთებასთან დაკავშირებით განცხადებები - ჯობს ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, ბევრი ასეთი თემა იყო. საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და ახლებად მოაქვთ თავი, რომელი ახალია გვარამია, რომელი ახალია უსუფაშვილი, სამადაშვილი, ხაზარაძე და ა.შ. ამიტომ, ხალხი კარგად ხედავს, ვინ - რას წარმოადგენს და ვის ემსახურებიან. ერთი ცხადია, რომ ამ ქვეყანას არ ემსახურებიან და სურვილი არ აქვთ, ამ ქვეყნის ინტერესი გაატარონ, ეს ყველაფერი თავიანთი ქმედებიდან გამომდინარე ჩანს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონი, აქვთ თავიანთი ინტერესი, ეს ინტერესი სახელმწიფოსთან არ მოდის, ყველაფერს აცდენილია“, - განაცხადა კალაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა