კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებზე - ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს

ნახვები: 657 პრემიერი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებზე - ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს

ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს,- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კობახიძის განმარტებით, სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი პრინციპი, რომ ყველა კანონი იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი.

„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი - ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა