Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კორონავირუსის 4048 ახალი შემთხვევა, 386 ხელოვნურ სუნთქვაზე, 49 გარდაცვლილი

ნახვები: 665 კორონავირუსის 4048 ახალი შემთხვევა, 386 ხელოვნურ სუნთქვაზე, 49 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, გარდაცვლილია 49 პაციენტი, 386 დაიფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 85 639-მდე",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 976 ადამიანი.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 241 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 201 პირი, აჭარაში - 18 088, იმერეთში - 5 313",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა