კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა

ნახვები: 575 აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.

პაკეტს მხარი დაუჭირა 70-მა სენატორმა, მათ შორის 22 რესპუბლიკელი იყო. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

„წლებია, შესაძლოა, ათწლეულებიც კი, სენატს არ მიუღია ასეთი კანონპროექტი, რომელიც ასე ძალიან ახდენს გავლენას არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლეთის დემოკრატიაზე“, – განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა მილიარდის გამოყოფა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4,8 მილიარდის გამოყოფა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა