კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა სახიფათო და შოკისმომგვრელი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს

ნახვები: 644 ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა სახიფათო და შოკისმომგვრელი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს

დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ „წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი“.

ბაიდენის შეფასებით, ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, რომ კონგრესმა დაამტკიცოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად.

„აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ფსონები უკვე მაღალი იყო, ვიდრე კანონპროექტს სენატში მიიღებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ეს ფსონები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სახიფათო და შოკისმომგვრელი, გულწრფელად, არაამერიკული სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაფინანსების შეჩერების მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას უტოლდება და ასეთ შემთხვევაში მისი თავდასხმები შესაძლოა, უკრაინის საზღვრებს გასცდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა