რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლო

ნახვები: 562 იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლო

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტს გამოეხმაურა.

„უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული ხომალდებისთვის სახიფათო გახდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით მოკავშირეების ოპტიმიზმს უკანასკნელი წარმატებაც ზრდის.

„ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 14 თებერვლის დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ განადგურდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა