რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე მუშაობა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან

ნახვები: 527 პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე მუშაობა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.

„9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რათა მომავალი გზები განიხილოს. იმედი მაქვს, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე საქართველო შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ძალიან სწრაფად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა მთავარი საკითხი ხდება, პარალელურად, 9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა გაგრძელდება. ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია, მაგრამ სამუშაო თავად საქართველოს მხრიდან უნდა შესრულდეს, რაც, რასაკვირველია, მოითხოვს მთავრობის მხრიდან ინკლუზიურობას და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა