კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - თუ „ოცნება“ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

ნახვები: 629 რომან გოცირიძე - თუ „ოცნება“ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

ძალიან კარგად ვიცით, რომ ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ არის საკითხები, რაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლით, შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და თუკი, „ქართული ოცნება“ მას არ შეასრულებს, მაშინ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მის პოლიტიკურ ჯგუფს წინადადებები ყველა მიმართულებით აქვს.

„ერთი რამ ფაქტია, რომ რამდენჯერაც „ქართული ოცნება“ დარჩა მარტო და კომფორტში, ყოველთვის ეძლეოდა დემაგოგიის საშუალება, რომ ისინი თითქოს და რაღაცას ასრულებენ, ამიტომ უნდა იყო ყოველთვის აქ, ყოველთვის უნდა მიიღო მონაწილეობა და თუკი რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, ის მაინც ეცოდება ჩვენს მოქალაქეებს, რას აპირებენ და რის შესრულებას არ აპირებენ. ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება და ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არის საკითხები, სადაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლის ძალით შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ მაინც შესრულდეს. ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ქვეყნისთვის საჭიროა და მის შესასრულებლად არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროკავშირიც იქნება მონდომებული და თუ არ შეასრულებენ, მაშინ "ქართულ ოცნებას" ძვირი უნდა დაუჯდეს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს," - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა